საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრა გამართა

30 სექტემბერი 2013

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბოს  წევრებმა ზვიად კორძაძემ და გოჩა სვანიძემ საქართველოს უზენაესი  სასამართლოს   თავმჯდომარე კონსტანტინე  კუბლაშვილთან შეხვედრა გამართეს.       შეხვედრაზე იმსჯელეს   სასამართლოებში ადვოკატებისთვის ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ. კერძოდ, არ არის ცალკე სამუშაო ოთახები სადაც ადვოკატებს  შეეძლებათ   ჩართონ კომპიუტერი  და პროცესის დაწყებამდე  მოემზადონ.   ძალიან მნიშვნელოვანია,  ადვოკატებისა და  მოსამართლეებისათვის ჩატარდეს  ერთობლივი  სემინარები და შეხვედრები,  სადაც  განხილული  იქნება  პრობლემატური საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საჭიროა შეიცვალოს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა  ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკვშირებით  და   მოსამართლეებმა   ინფორმაციის გამოთხოვა  ამოღებასთან არ  გააიგივონ.  

 

საქართველოს უზენაესი  სასამართლოს   თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ  იგი მზად არის  ადვოკატთა კორპუსს სასამართლოში წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. შეხვედრაზე გადაწყდა,  რომ  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი თვის განმავლობაში გამოყოფილი იქნება  ახალი ოთახი ადვოკატებისათვის, სადაც  იქნება რამდენიმე  კომპიუტერი  და ადვოკტებს შეეძლებათ  ისარგებლონ  კოდექსის  პროგრამებით. ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ადვოკატების  ჩართვა  საერთი ქსელში,  რათა ადვოკატები თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ  პროკურორებთან.    საქართველოს აზენაესი  სასამართლოს   თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა  გამოყოს  რამოდენიმე მოსამართლე  რომლებიც  ადვოკატებს  ჩაუტარებენ  სემინარებს  სასამართლო პარაქტიკასთან დაკავშირებით.    საქართველოს უზენაესი  სასამართლოს   თავმჯდომარის   აზრით აღნიშნული  ღონისძიებები  აამაღლებს მართლმსაჯულების ხარისხს.

 

 ზაზა ხტიაშვილის  განცხადებით  ეს იყო  ნაყოფიერი შეხვედრა სადაც განხილული იქნა  ადვოკატთა კორპუსისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  განმარტებით  თუ დაცული იქნება  ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის  6 მუხლის  მოთხოვნა,  დაცვის და  ბრალდების მხარე  თანაბარ პირობებში იქნებიან. ეს  აამაღლებს  სასამართლოს ავტორიტეტს და ხელს შეუწყობს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი